აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ფიცი დადო. კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
კამალა ჰარისმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, სონია სოტომაიორის თანდასწრებით დადო.
“მე, კამალა ჰარისი, ვფიცავ, რომ დავიცავ აშშ-ის კონსტიტუციას და ვიქნები ყოველთვის სამართლიანი და კანონმორჩილი, მიუხედავადა ნებისმიერი წინააღმდეგობისა”, – წარმოთქვა ჰარისმა.
ვაშინგტონში, ამ წუთებში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს.