ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ახალი წევრები 31 იანვარს წარადგინა.
როგორც ნიკა მელიას განაცხადა, ისინი სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ.
პარტიის ახალი სახეები არიან:
ბარბარა ჯიმელი – საერთაშორისო პოლიტოლოგიის მაგისტრი;
რეზო ჩომახიძე – ევროპის საუკეთესო წყალბურთელი, დიპლომატიური ეკონომიკის მაგისტრი;
სოფო ჯაფარიძე – ექიმი, ლექტორი;
მანუჩარ ახალაია – სამართალმცოდნეობის მაგისტრი;
გიორგი ჩალაძე – იურისტი, გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი;
ნონა მამულაშვილი – დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი;
ნიკა ობოლაძე – იურისტი;
გიორგი თარგამაძე – ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი;
ანა გოგოლაძე – საჯარო მმართველობის მაგისტრი;
ზვიად ქვლივიძე – ევროპული ბიზნეს ადმინისტრირებისა და ბიზნეს სამართლის მაგისტრი;
ბაჩო დოლიძე – პოლიტიკური მარკეტინგის მაგისტრი;
გიორგი ხვედელიანი – პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი, ფილოსოფიის დოქტორანტი.
“დღეს, აქ, ჩვენი, ანუ ძველი გუნდის გარდა, არის ხალხი, რომელიც დღემდე უბრალოდ მხარდამჭერი იყო ნაციონალური მოძრაობის, მაგრამ დღეიდან მათ ჩათვალეს, რომ მოქმედების დროა, რომ მათი კვალიფიკაცია უნდა მოხმარდეს ჩვენს სახელმწიფოს, მათი ძალისხმევით უნდა მოხდეს უკეთესი საქართველოს მომავლის უზრუნველყოფა.
ამავე დროს აქ არის ხალხი, რომელთა დიდი ნაწილი სულ ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდებოდა და რაღა დაგიმალოთ, ვერც ჩვენ წარმოვიდგენდით, რომ ერთი გუნდი გავხდებოდით, მაგრამ ჩვენ გავერთიანდით და იცით რატომ გავერთიანდით? ახლა ყველა ერთად ვფიქრობთ, რომ საქართველოს განვითარების მიმართულებით ყველაზე სწორად და ყველაზე სწრაფად ჩვენი გუნდი მოძრაობს. საქართველოს უკეთესი მომავალი იქმნება აქ” – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი განცხადებით, ეს მხოლოდ დასაწყისია და საზოგადოებას ბევრი სასიამოვნო სიახლე ელოდება.
ცნობისთვის, ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე 2020 წლის 27 დეკემბერს გახდა. ის პარტიის ყრილობაზე ერთხმად დაამტკიცეს.