შეუჩერდება თუ არა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს საპარლამენტო მანდატები, დღეს გახდება ცნობილი. საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.
მანამდე კი მმართველი პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღებს. თემაზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე უკვე იმსჯელეს და როგორც განაცხადეს, გარკვეული პოზიცია მყარად და მკაფიოდ ჩამოაყალიბეს.
მათივე განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების დროს ყურადღება დაეთმო პრეზიდენტის განცხადებასაც, რომელმაც პარლამენტს მოუწოდა, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება.