პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის სხდომას დეპუტატის რანგში დაესწრო.
მან სიტყვით გამოსვლისას, წინასაარჩვენო პერიოდში “ალეკო გისმენთ” კამპანიის მობილურის ნომერი გაიმაორა და აღნიშნა, რომ 4 წლის განმავლობაში უპასუხებს, რათა მოქალაქეების პრობელმები მოაგვაროს.
“გვჯერა და გვწამს რომ ოპოზიცია აქ უნდა იყოს, ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს, ასე იქნებოდა და ასე იქნება სწორი. ზოგს ჰგონია და ალბათ ვერც დავაჯერებთ ბევრს, რომ ამ სავარძელმა არ მოგვხიბლა და პრივილეგიებით არ შემოგვიტყუებს, ამას რა თქმა უნდა, დრო გამოავლენს, ამის დასტურად ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი, შეიძლება საარჩევნოდ ადევნებით თვალყურს, რომ ჩვენ გვქონდა უცნაური კამპანია, ტელეფონის ნომერი მქონდა გამოყენებული და მთელი ჩვენი გუნდი ხალხს ვპასუხობდით, გავიმეორებ ჩემს ტელეფონის ნომერს და ამ სხდომის დასრულების შემდეგ ისევ ჩართული მექნება ნომერი, ვიღაც გამლანძღავს, ვღაც შემაქებს, რაც მთავარია, სხვები პრობლემებს მეტყვიან, 593 58 40 52 არის ტელეფონის ნომერი, რომელსაც ყოველთვის ვუპასუხებ 4 წლის განმავლობაში როგორც დეპუტატი, რათა ხალხის პრობლემები მოვაგვარო“ – განაცხადა ელეკო ელისაშვილმა.
ასევე ალეკო ელისაშვილმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, მაგრამ მემურანდუმი რომელსაც გააფორმებს, იქნება გარანტია, იმისა რომ ეს ბოლო არჩევნებია რომელიც გაყალბდა