ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ჟურნალისტი საქართველოში მოგზაურობის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ავტორი მარსელ ტერუ წერს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი სადილი საქართველოში, რაჭაშ მეღვინე ვაცაძეების ოჯახში დააგემოვნა.
ტერუ იხსენებს, რომ რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ მასპინძლებმა ქართული სიმღერები შეასრულეს და უამბეს, რომ ერთ-ერთ მათგანი – „ჩაკრულო“ კოსმოსურ აპარატ „ვოიაჯერის“ ოქროს ფირფიტაზეა მოთავსებული.
„სიმღერა იმდენად ამაღელვებელი და გამომწვევია, რომ ვიფიქრე, თუ ნებისმიერი მტრულად განწყობილი უცხოპლანეტელი მისი მოსმენის შემდეგ დედამიწაზე თავდასხმას გადაიფიქრებს და შესაჭრელად ნაკლებად გამომწვევ პლანეტას აირჩევს“, – წერს ტერუ.
ავტორი აღნიშნავს, რომ სიამოვნებით გაიმეორებდა მოგზაურობას საქართველოში, თუმცა პანდემიის პირობებში ეს შეუძლებელია. ამიტომ ბრიტანელებს ქართული სუფრის სახლში გაზიარების ვარიანტს სთავაზობს.
„ბრიტანეთში ქართული ღვინის პოვნა რთული არ არის, ქართულ სიმღერას კი ინტერნეტში მოისმენს, რამდენიმე ქართული კერძის მომზადებას კი სახლშიც შეძლებთ“, – წერია სტატიაში, რომლის ავტორიც ბრიტანელებს ხაჭაპურის რეცეპტს სთავაზობს და იმერული ყველისა და სულგუნის ალტერნატივად მოცარელასა და ფეტას მოიხსენიებს.