ჩოხატაურში, გასულ 24 საათში კორონავირუსზე 5 პსრ და 19 სწრაფი ტესტი ჩატარდა, _ ამის შესახებ ინფორმაცია „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მიაწოდეს.
ჩატარებული ტესტების შედეგად ინფიცირების 1 შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ინფიცირება ჩოხატაურში სტუმრად მყოფ თბილისის მაცხოვრებელს დაუდასტურდა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივ ცენტრში ამბობენ, რომ ინფიცირებულის საკონტაქტო წრე დიდი არ არის. ოჯახის წევრებს მოიცავს, სადაც ის სტუმრად იმყოფებოდა და მას ტესტირება ჩოხატაურში ჩამოსვლისთანავე ჩაუტარდა.
Stopcov.ge-ს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 602 შემთხვევიდან 30 გურიაში დადასტურდა.