საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეზღუდვების დიდი ნაწილი მიმდინარე კვირაში მოიხსნება.
„უკვე ვისაუბრე გუნდთან, ჩვენ ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც უკვე გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს და ახლავე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 80 პროცენტი გადაწყვეტილი იქნება. შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება მჭიდრო კოორდინაციით და ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.