ოზურგეთში კორონავირუსზე 432 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში კორონავირუსზე ჩატარებულია 21 117 ტესტი, დადასტურებულია ინფიცირების 3222 შემთხვევა.
3222 ინფიცირებულიდან 2977 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის აქტიურია 219 შემთხვევა.
219 ინფიცირებულიდან სტაციონარში 37, საკარანტინე სივრცეში 39, ბინაზე კი 143 მკურნალობს.
თვითიზოლაციაში 33 ადამიანი რჩება.