ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, სულ დადასტურებულია ინფიცირების 1570 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1488 ადამიანი, გარდაცვლილია 16. აქტიურია ინფიცირების 66 შემთხვევა.