ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ავტომანქანას საკრებულოს წევრი მართავდა.
ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟები.