თბილისში, სასტუმრო „რესპუბლიკაში“ ნამახვან ჰესთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ,,enka”-ს ახალმა დარექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა, რომ ჰესის მშენებლობა არ შეჩერებულა, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.
„არ გვაქვს მშენებლობა შეჩერებული. იმ დაპირებებიდან და შეთანხმემებიდან გამომდინარე, რაც გაჟღერდა ამ დღეებში, ვიდრე არ იქნება დადასტურებული კვლევებით, მანამ არ დავიწყებთ კაშხლის მშენებლობას. დიდი დრო მიაქვს მოსამზადებელ სამუშაოებს“,_ განაცხადა ლომინაძემ.
გარდა ამისა, ლომინაძემ აღნიშნა, რომ ნამახვან ჰესის აშენებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის.
„საქართველოს უნდა დამოუკიდებლობ. ჩვენ ეს დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ ძალიან ძნელია შენარჩუნება. ეს პროექტი არის არამარტო ეკონომიკურად მნიშვნელოვანი, არამედ მას გააჩნია სასიცოცხლო მნიშვმელობა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“,_ ამბობს ლომინაძე და განმარტავს, რომ მზად არის ჰესის აშენების საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას შეხვდეს, მათ შორის, ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებსაც და როგორც მისი ნათქვამიდან ირკვევა, მათთან შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს.
„აუცილებლად შევხვდებით ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის მათთ, ვინც ჰესებს ეწინააღმდეგება. ვფიქრობ, რომ არ არსებობს ადამიანი, რომ გონივრულობის ფარგლებში ვერ მოხდეს მათთან შეჯერება და შეთანხმება იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება უსაფრთხოებას“,_ აცხადებს ლომინაძე.
როგორც ლომინაძემ განაცხადა, არსებობს გეოლოგიური კვლევები, რასაც ჟურნალისტებს მოგვიანებით გააცნობს.