ნამახვანჰესის პროექტის პრეზენტაციას, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რესპუბლიკაში“ იმართება, ეკონომიკის სამინისტროდან ესწრება გიორგი ჩიქოვანი.
როგორც ჩიქოვანმა განაცხადა, საზოგადოების დარწმუნების მიზნით, რომ შეხვედრა არის უსაფრთხო, პროექტში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან.
„ინვესტორი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროექტი არის უსაფრთხო.ერთადერთ მიზეზი, რის გამოც დაქირავებული, დამოუკიდებელი ექსპერტები პროექტში ერთვებიან, საზოგადოების დარწმუნებას ისახავს მიზნად“,_ განაცხადა ჩიქოვანმა.
ჩიქოვანის განცხადებითვე, ექსპერტები, რომლებიც დაქირავებულები იქნებიან, ექნებათ საზოგადოების ნდობა.