ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოდან გაემგზავრა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მან კომენტარის გარეშე დატოვა.
ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
ამასთან, კრისტიან დანიელსონმა გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.