საზარელი მკვლელობა მოხდა წყალტუბოში, სოფელ რიონში _ პირველადი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ძმები მოკლეს.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა, გიორგი ელბაქიძემ დაუდასტურა: “მკვლელობა, დაახლოებით, სამი საათის წინ მოხდა. მოკლულები არიან ძმები. ადგილზე საგამოძიებო მოქმედები მიმდინარეობს. სხვა დეტალები უცნობია”.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახის ნათესავმა ჩაიდინა.