საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს გახდება ცნობილი, დარჩება თუ არა მელია პატიმრობაში.
სასამართლო პროცესზე პირველი შუამდგომლობები უკვე დაყენდა. ადვოკატები მოითხოვდნენ, რომ პროცესის პირდაპირი ტრანსლირება მომხდარიყო, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
სხდომას არ ესწრება მელია. როგორც ადვოკატები განმარტავენ, ამის მიზეზი ისაა, რომ ეტაპირება არ მოხდა.