“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესი 13 აპრილს 11:00 საათზე ჩაინიშნა.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შეამდგომლობა ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესახებ.
მოსამართლემ არ გამოაცხადა შესვენება, იმისთვის, რომ მელია რუსთავის ციხიდან პროცესზე ჩაეყვანათ, ამიტომ პროცესი გადაიდო.