ჩოხატაურში ბოლო 48 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 7 შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ინფიცირების 2 შემთხვევა ახალშენში, 4 კი ვანზომლეთში დადასტურდა. 7 ინფიცირებულში 1 მედპერსონალია.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 4 ადამიანი ვან ზომლეთში 1 ოჯახის წევრები არიან. მსგავსი ვითარებაა ახალშენშიც.
ერთი ოჯახის დაინფიცირება თბილისს, ხოლო მეორესი ბათუმს უკავშირდება.
„კორონავირუსზე ტესტირება მიმდინარეობს ყოველდღე. დასვენების დღეები არ არის კვირის გარდა. კაბინეტი, რომელიც მდებარებს ჯანმრთლობის სახლის ეზოში უკანა მხარეს, მუშაობს 3 საათამდე, ჯანდაცვის შენობაში არსებული კაბინეტი მუშაობს 6 საათამდე“,_ გვითხრეს ჯანდაცვის ცენტრში.
ხვალიდან კი სასწრაფო სამედიცინო პერსონალის გატესტვა დაიწყება.