ზუგდიდში ყოფილი პოლიციელი, მანუჩარ თირქია დააკავეს.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაკავება 31 მარტის ინციდენტს უკავშირდება.
ინციდენტს საფუძვლად სავარაუდოდ ოჯახური კონფლიქტი უდევს, რა დროსაც ყოფილმა პოლიციელმა ცოლისძმის მიმართულებით გაისროლა და ტყვია მანქანას მოხვდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლა ჰაერში მოხდა.
გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლის ორი ნაწილით მიმდინარეობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.