გურიის გუბერნატორის გიორგი სახოკიას პირველმა მოადგილემ აკაკი შენგელიამ თანამდებობა დატოვა.
გურიის გუბერნიის აპარატის უფროსი სპეციალისტის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის საკითხებში, სოფო კაშიას ინფორმაციით, აკაკი შენგელია თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.
“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ის სხვა უწყებაში მუშაობას აპირებს.