გურიის ყოფილი გუბერნატორი, გიორგი სახოკია სოციალურ ქსელსი სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ გურიის გუბერნატორის პოსტზე მუშაობა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე პერიოდი იყო.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა და საქმიანობა გავაგრძელო ახალ პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
ჩემი კარიერის განმავლობაში, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემო, სადაც დროის მოკლე მონაკვეთში საშუალება მქონდა მემუშავა ჩემთვის ძალიან ძვირფასი რეგიონის – გურიის საკეთილდღეოდ. მინდა მადლობა გადავუხადო სამხარეო ადმინისტრაციის მთლიან გუნდს, ვისთან ერთადაც ვიმუშავე გურიაში. მადლობა სამივე მუნიციპალიტეტს და სხვადასხვა კერძო თუ საჯარო უწყებებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის”,_ წერს სახოკია.