ორთაჭალაში, მტკვარში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, 36 წლის კაცი მდინარეში გადავარდნილი უცნობი გოგოს გამო გადახტა, რის შემდეგაც, გოგო გადარჩა, თუმცა მისი ცხედარი რამდენიმესაათიანი ძიების შემდეგ, მაშველებმა იპოვეს.
ძალოვანი უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევა 3 ივლისს მოხდა.
წყარო: იმედინიუსი