გორში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატის, ნინო შავშიშვილის განცხადებით, ბრალდებულები ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას უარყოფენ და ბრალდებას არ ეთანხმებიან.
შავშვიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაკავება რუსთავის სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს.
დღეს დილით, გორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა ხუთი პირი დააკავეს.
სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების ერთობლივი ძალებით ჩატარდა. ხუთივე პირი „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებითაა დაკავებული.