ოზურგეთში კოვიდინფიცირების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია კოვიდინფიცირების 1008 შემთხვევა, საიდანაც 202 პაციენტი კლინიკაში, 289 საკარანტინე სივრცეში, ბინაზე კი 517 მკურნალობს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 6917 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 5834, გარდაცვლილია 75 პაციენტი.