ფოთში, კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი დაარბიეს.
ინციდენტი გვაინ ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია საარჩევნო პლაკატები და წაღებულია დროშები.
„ქართული ოცნება“ აგრესიას ავლენს და ცდილობს არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას ხელი შეუშალოს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პატარა, შეშინებული ადამიანების საქციელი. გუშინწინ ჩვენი მაჟორიტარის პლაკატი დასვარეს, დღეს გიგი უგულავას პლაკატი დაჭრეს. ამათ ეტყობა ჰგონიათ, რომ ხელს შეგვიშლიან , მაგრამ ვერ შეგვიშლიან. რეფერენდუმი ჩატარდება. რეფერენდუმი დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით, ქართველი ხალხის გამარჯვებით და ეს იქნება ,,ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი. ვაპირებთ პოლიციაში განაცხადის შეტანას. დიდი იმედი არა გვაქვს, რომ რაიმეს გამოიძიებენ, მაგრამ ჩვენ როგორც კანონმორჩილი ადამიანები, ვაპირებთ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. სამწუხაროდ ჩამოყალიბდა სისტემა, სადაც პოლიცია, ცენტრალური საარჩევნო კომისია და მთლიანად სახელმწიფო ემსახურება ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს და მეტი სხვა არაფერი არ აინტერესებს. სწორედ , ამიტომაც უნდა მოვიდთ ყველანი 2 ოქტომბერს რეფერენდუმზე , უნდა ვუთხრათ უარი ,,ქართულ ოცნებას“ და მივცეთ შანსი საქართველოს , რომ განვითარდეს,“- განაცხადა გიგი უგულავას შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან თარხნიშვილმა.
ბრალდებას კატეგიორიულად უარყოფენ „ქართული ოცნების“ ოფისში და აცხდაებენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
[sexy_author_bio]