სამტრედიის მესამე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ლამზირა თევზაძემ დღეს, 15 სექტემბერს, თავისი კოლეგების მსგავსად, ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. მეორე კლასის პედაგოგს წელს 20 მეორეკლასელი ჰყავს. პირველ დღეს ლამზირა მასწავლებელს 18 მოსწავლე ჩაერთო.
უცნაურად დაიწყო 2021-2022 სასწავლო წელი. გლობალურმა პანდემიამ თითქმის ყველა სფეროს დაატყო თავისი დაღი და ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ამოაგდო.
დღეს, 15 სექტემბერს, სწავლის დაწყების მაუწყებელი ზარი, სკოლების ნაცვლად თიმსის პლატფორმაზე დაირეკა. მოწყენილად გამოიყურებოდნენ ბავშვების გარეშე დარჩენილი სკოლის შენობები, არც ქალაქის ქუჩებში ჩანდნენ საზეიმოდ მორთული გოგო-ბიჭები. ყველა მათგანი საკუთარ სახლებში კომპიუტერებთან ისხდნენ და შორიდან, დისტანციურად ეფერებოდნენ მონატრებულ მეგობრებსა და მასწავლებლებს.
სკოლაში ვერ მისვლით გულდაწყვეტილები, მაინც შემართებითა და მონდომებით შეუდგნენ სწავლას, იმ იმედით, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ მაინც შეძლებენ სკოლაში დაბრუნებას და გაკვეთილების სასკოლო გარემოში ჩატარებას.
[sexy_author_bio]