ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 44 საბავშვო ბაღიდან მხოლოდ 3 ბაღში არ დაიწყება სააღმზრდელო პროცესი.
სოფელ ნაგომარში და დაბა ნასაკირალში ის შენობები, სადაც საბავშვო ბაღები იყო განთავსებული, ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა.
“ამ ეტაპზე სამ ბაღში არ დაიწყება სააღმზრდელო პროცესი“. ნაგომარში და დაბა ნასაკირალში დაწყებულია შესაბამისი შენობების ძებნა და ეს საკითხი ძალიან მალე გადაწყდება. ასევე სააღმზრდელო პროცესი არ დაიწყება სოფელ შემოქმედში, რადგან იქ არ დასრულებულა სარემონტო სამუშაოები. დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება სარემონტო სამუშაოები შემოქმედის საბავშვო ბაღში“,_ გვითხრა მაკა ჭყონიამ.
[sexy_author_bio]