რუსთავის მე-12 სასჯეაღსრულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ უფლებებს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი დაიცავენ.
ამის შესახებ თავად ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხვდება _ შეხვედრის მიზანი, როგორც თავად ლომჯარია ამბობს, პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის გაცნობაა.