„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ დედოფლისწყაროში პირველი საარჩევნო უბანი უნდა დაიხუროს. ამისი მიზეზი კი დარღვევებია.
როგორც დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, აღნიშნულ უბანზე ყუთი დალუქული არ იყო.
„იქ 100-ზე მეტ მოქალაქეს ხმა მიცემული აქვს. ბუნებრივია, ჩვენმა წარმომადგენლებმა საჩივრები დაწერეს და ვითხოვთ უბნის ბათილობას, ასევე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს,“ – ამბობს კორძაია ბრიფინგზე.
ნეტგაზეთმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვით მიმართა. უწყებაში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ.