„სასამართლომ მთავრობას სრული ინფორმაციის მიწოდება დაავალა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, იმ პირობებზე, როგორშიც ის ჰყავთ, როგორ ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს 24 ნოემბრის შემდეგ,“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.
„სტრასბურგის სასამართლოს ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, მან მთავრობას სრული ინფორმაციის მიწოდება დაავალა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, იმ პირობებზე, როგორშიც ის ჰყავთ, როგორ ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს 24 ნოემბრის შემდეგ. ჩვენი ქვეყნის ინტერესია, არა თუ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური მხარდამჭერების ან თუნდაც მთლიანი ოპოზიციის, არამედ ქვეყნის ინტერესია, რომ იქამდე ეს პრობლემა გადაწყვეტილი და მოხსნილი იყოს,“ – განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ საკუთარ განცხადებაში მთავრობას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრული ინფორმაციის მიწოდება დაავალა, ხოლო თავად მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისაკენ.