ამ წუთებში ოზურგეთის რაიონული სასამართლოსთან მდუმარე აქცია მიმდინარეობს. 2021 წლის აგვისტოს თვეში დაკავებული გიორგი გოგოტიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები მოითხოვენ მის გათავისუფლებას.
როგორც გიორგი გოგოტიშვილის დამ მარი გოგოტიშვილმა გვითხრა, დღეს იმართება სასამართლო პროცესი და აქედან გამომდინარე პროცესის დაწყებამდე მდუმარე აქცია გამართეს.
“ჩემი ძმის გარეშე გაიმართება პროცესი. გიორგი არ მოყავთ. მისთვისაც დღეს გახდა ცნობილი, რომ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართებოდა“ – გვითხრა მარი გოგოტიშვილმა.
გიორგი გოგოტიშვილს 17 აბი სუბოტექსის შენახვა-რეალიზებას ედავებიან. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას სუბოტექსის აბები ჩაუდეს.
[sexy_author_bio]
ამავე თემაზე: https://gurianews.com/?p=797831