რადიო “თავისუფლების” ეთერში გავიდა ჟურნალისტ გოგი გვახარიას ახალ პროექტი “შვილი”, რომლის პირველი გმირი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფროსი შვილი ედუარდ სააკაშვილი.
ახალი გადაცემის პრემიერა 23 ნოემბერს შედგა.
ედუარდ სააკაშვილმა გადაცემაში თქვა: „ძაან მაშფოთებს და მართლა შემზარავი არის, როცა მესმის ოპოზიციის მხრიდანაც ამაზე საუბარი, რომ „აი, თქვენ არ იცით რა მოხდება“. ფაქტობრივად, უკვე, ნებით თუ უნებლიეთ, ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ, რომ რა მაგარი იქნება ეს [მიხეილ სააკაშვილი] მართლა რომ მოკვდეს. რა მაგარ რაღაცებს გავაკეთებთ და ამათ [„ქართულ ოცნებას“] დედას ვუტირებთ, – აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა და დაამატა, – მე აქ არაფერ კონსპირაციულს არ ვიძახი. ტელევიზიიდანაც ასე ჩანს, რომ ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება, მართლა ურჩევნიათ მკვდარი, ვიდრე ცოცხალი“.