უხვმა თოვლმა პრობლემები შექმნა საჯავახო- ბურნათის გზაზე. უამინდობის გამო რამდენიმე ავტომობილი გზიდან გადავარდა.
“საჯავახო-ბურნათის გზაზე გვქონდა პრობლემა, რაც გამოიწვია მანქანების გადავარდნამ. სამაშველოსთან ერთად აღვადგინეთ ბურნათის გზა, მოძრაობა თავისუფალია. მოხდა ასევე ტექნიკური მარილის დაყრა ცენტრალურ გზებზე”,_ ამბობს ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე.