https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“შენ დეიღუპე, ლავრენტი, საცხა!” _ “დეიღუპე და გადაშენდი შენ!”

14:04; 13.01.2022
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გასული წლის 28 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შედგა. ჩვენ ამ სხდომის შესახებ ნიუსები უკვე შემოგთავაზეთ, თუმცა, იგი იმდენად საინტერესოდ წარიმართა, გადავწყვიტეთ, დაგვიანებით, თუმცა მაინც მოგვეყოლა თქვენთვის, როგორ არ იშურებდნენ დეპუტატები ერთმანეთის მისამართით “ტკბილ სიტყვებს” წინასაახალწლოდ.

სხდომის დღის წესრიგში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება იყო.

საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას მიერ, დღის წესრიგის წაკითხვის შემდეგ, სიტყვით გამოსვლა ითხოვა “ნაციონალმა” დეპუტატმა დავით მჟავანაძემ.

_ ბატონო დავით, ერთ წუთში ჩავეტევი, გთხოვთ, მომცეთ სიტყვა. ეს ეხება ჩვენს საკრებულოს, მუნიციპალიტეტს, ჩვენს მომავალ მუშაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომიწევს რეგლამენტის დარღვევა, _ მიმართა დავით მჟავანაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს.

დავით დარჩიამ უპასუხა, რომ ახლა უმთავრესის, ბიუჯეტის პროექტის მოსმენა უნდა შემდგარიყო, შემდეგ კი ექნებოდათ კითხვების დასმის საშუალება, დებატებში მონაწილეობის უფლებაც და გააფრთხილა მჟავანაძე, საკრებულოს დღის წესრიგის რეჟიმს დამორჩილებოდა.

_ გამაფრთხილე, კარგი, გამაფრთხილე… მაშინ მომიწევს რეგლამენტის დარღვევა. მინდა, გამოვეხმაურო ოზურგეთის საკრებულოს 3 დეკემბრის გადაწყვეტილებას (აღნიშნულ სხდომაზე გამოიძახეს პოლიცია და მჟავანაძე ფოთის იზოლატორში აღმოჩნდა. ავტ.), როცა ადგილი არ ჰქონდა არც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, არც ადმინისტრაციულ დარღვევას. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ლავრენტი ბიგვავამ შენობაში პოლიციის შემადგენლობა გამოიძახა და შემდეგ მისცა ცრუ ჩვენება, საკრებულოს წევრის წინააღმდეგ. ამის შემდეგ მე მომიხდა ფოთის იზოლატორში ერთი ღამის გათევა. ეს თქვენთვის შეიძლება პრობლემა არ იყოს, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ საფრთხის ქვეშაა ახალგაზრდა თვითმმართველობა და დემოკრატია. რამდენიც უნდა იუაროთ, აქ არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც უარყო ეს ყველაფერი, _ ამ სიტყვებით და ხელში სასამართლოს გადაწყვეტილების ფურცლით, მჟავანაძე მივიდა ლავრენტი ბიგვავასთან, რომელიც დავით დარჩიას გვერდით იჯდა.

_ ახლა ნუ მიმაღებინებთ ზომებს, _ ხმას აუწია დავით დარჩიამ.

_ ცრუ ჩვენება თუ დაგჭირდეთ, აგერ არის ბატონი ლავრენტი. შეიქმნა პრეცედენტი, რომ ოზურგეთის საკრებულოდან გააძევეს წევრი, რომლის სიტყვაც არ მოეწონათ. ვიმეორებ _ ამით საფრთხე ექმნება ახალგაზრდა თვითმმართველობას… თქვენ შეგიძლიათ, ყველაფერი დამაბრალოთ! _ არ ცხრებოდა მჟავანაძე.

პასუხად დარბაზში “ქართული ოცნების” დეპუტატების ხმა ისმოდა: “დაჯექი ახლა, ხელს ნუ უშლი საკრებულოს მუშაობას”, “გვაცალე მუშაობა”, “კმარა მასხარაობა”…

საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ლავრენტი ბიგვავას მჟავანაძისთვის და “ნაციონალი” დეპუტატების რეპლიკებზე პასუხი არ გაუცია, გარდა ერთი შემთხვევისა, როცა “ნაციონალმა” დეპუტატმა შალვა თავდიშვილმა მისი მისამართით თქვა: “შენ დეიღუპე, ლავრენტი, საცხა!” ბიგვავამ პასუხად მიაგება: “დეიღუპე და გადაშენდი შენ!”

საკრებულოს სხდომის ასეთ “შესავლის” შემდეგ, 2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე დავით დარჩიამ ისაუბრა:

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასაგეგმი 2022 წლის ბიუჯეტის შესწორებული პროექტით ბიუჯეტში შემოსულობები განსაზღვრულია 27 მილიონ 814 ათასი ლარით და იგი თითქმის 2,7 მილიონი ლარით მეტია 2021 წლის ბიუჯეტის შესაბამის პერიოდში დაგეგმილ სიდიდესთან შედარებით.

აღნიშნული ნიშნავს შესადარ პერიოდში საბიუჯეტო ასიგნების ზრდას 10,8 პროცენტული პუნქტით. პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურის განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი და რელიგია, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოცუზრუნველყოფა, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ბიუჯეტი ფორმირებულია საკუთარი შემოსულობების ხარჯზე. სახელმწიფოს ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები ბიუჯეტის პროექტში არ ფიქსირდება. შესაბამისად, ბიუჯეტი ასახავს იმ პოტენციალს, რომელიც რეალურად გააჩნია და განკარგავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, _ აღნიშნა დავით დარჩიამ და შემდეგ სიტყვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს გადასცა:

_ თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ოზურგეთის ბიუჯეტი 2.7 მილიონი ლარით გაიზარდა და 27.814 მილიონ ლარს შეადგენს. იგი განვითარებაზეა ორიენტირებული და ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და ეკონომიკური ამოცანების გადაჭრისკენ იქნება მიმართული. ასევე, გვაქვს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, რათა დამატებითი დაფინანსების მობილიზება მოხდეს სახელმწიფო და დონორული ფონდებიდან. ვიმუშავებთ ახალ საინვესტიციო პროექტებზეც, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური აქტივები საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდეს. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია 30% -ზე მეტი (6.4 მილიარდი ლარი). ოზურგეთის მუნიციპალური ბიუჯეტიდან ამ მიზნებისთვის 2022 წელს, ვგეგმავთ დამატებით 7%-ის დახარჯვას, რაც 1.86 მილიონ ლარს შეადგენს; მუნიციპალური ბიუჯეტის 23% ინფრასტრუქტურის განახლებაზე დაიხარჯება. 19% დაიხარჯება განათლების სფეროში. კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულებით ბიუჯეტის 18% დაიხარჯება. გარემოსდაცვით საკითხებს და ეკოლოგიას კი ბიუჯეტის 10% მოხმარდება. იზრდება საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასები. გათვალისწინებულია ხარჯები მოქალაქეთა საცხოვრისი პირობების გაუმჯობესების და მრავალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაციისთვის. ბიუჯეტში გამოყოფილია რესურსები მუნიციპალური სერვისების დაფინანსებისთვის.

ჩემთვის, როგორც მერისთვის, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული დისკუსია, რათა, ერთობლივად ვუპასუხოთ იმ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 27 მილიონ 814 ათასი ლარით განისაზღვრა, _ თქვა ავთანდილ თალაკვაძემ.

ფინანსური დოკუმენტი საფინანსო სამსახურის განყოფილების გამგემ, პავლე ჭყონიამ წარმოადგინა.

საკრებულოს სხდომაზე, წლის ბიუჯეტის განხილვის დროს, ხმაური პირველი პირების გამოსვლის შემდეგ, კვლავ გაგრძელდა.

“ნაციონალმა” დეპუტატმა ბესო ქათამაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს კითხვა დაუსვა:

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მომსახურება წელიწადში, თუ იცით რამდენია?

მან იგივე კითხვით მიმართა საფინანსო სამსახურის უფროსს გია მამაკაიშვილს.

როცა პასუხი ვერ მიიღო, თავად დაიწყო საუბარი:

_ წელიწადში მუნიციპალიტეტის მომსახურება ჯდება ერთი მილიონ 400 ათასი ლარი. ახლა ხელფასებს ზრდით ნახევარი მილიონით. ანუ წელიწადში მხოლოდ თქვენ გჭირდებათ 24 მილიონი. 80 პროცენტი ბიუჯეტიდან თქვენი ხარჯია. ამომრჩევლებს, ხმა მოგვეცითო, რომ თხოვდით, ეს უთხარით, ასე ვიზამთო?

“ნაციონალმა” დეპუტატებმა ბიუჯეტში ნახევარი მილიონით სახელფასო ფონდის გაზრდა, სოციალური პროგრამების დაფინანსების ფონზე, გადამეტებულად მიიჩნიეს.

შალვა თავდიშვილმა სხვა მიმართულებით დასვა კითხვა:

_ ინტერნეტი ჩართეთ, ბავშვებს ინტერნეტი არ აქვთ. კი, ბატონო, თქვენ, _ მიმართა მერის მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს, _ გაასწორებინეთ… მაგრამ ვინ იყო ის ხალხი, ინტერნეტი რომ გაჰყავდათ და 50 მილიონიდან რომ 30 მილიონი ჯიბეში ჩაიდეს? სამთავრობო ხალხი იყო, “ქართული ოცნების” ხალხი იყო. ჩვენ კი ინტერნეტი არ გვაქვს.

_ რაფერ დათვალე ასე, _ ჰკითხა გიორგი ღურჯუმელიძემ.

_ რაფერ და ჭრელად, ძმაო! მაგის მეტს რას დაგითვლით… ფულების დარიგება და სიცრუე გაკლიათ თქვენ? ჰკითხეთ ერთი ბატონ ავთოს, რამდენი ათასის “ბაკი” მოიტანა ხალხის მოსასყიდად ძიმითში, თირის უბანში, ბაბასკურის უბანში?… სასამართლოში იუარეთ და გაგივიდათ, არა? _ იხსენებდა საარჩევნო ამბებს და ცხარობდა თავდიშვილი.

ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, საკრებულოს სხდომაზე არაერთხელ გაისმა, რომ ბიუჯეტში მკაფიოდ არაა ის პრიორიტეტები გათვლილი, რაც ჩვენს მოსახლეობას სინამდვილეში აწუხებს.

ბესო ქათამაძემ არაერთხელ დასვა კითხვა, რატომ ზრდიან საკუთარ ხელფასებს და ამ დროს საბავშვო ბაღების თუ მეეზოვეთა მიზერული ხელფასების მცირედით მომატება რატომ ჰგონიათ წინ გადადგმული ნაბიჯი.

 _ სასაცილო ხარ შენ, მასეთ განცხადებებს რომ აკეთებ, _ ქათამაძეს მიმართა გიორგი ღურჯუმელიძემ.

_ მარტო სასაცილო კი არა, ციხეში ხარ გასაშვები, იმდენი უბედურება გაქ გაკეთებული. დაჯექი მაქ და ნუ უზრდელობ, პატივი ეცი დეპუტატებს და საკრებულოს რეგლამენტს. უყურე ამ თავხედს! ბიჭო, ვინ გეკითხება შენ, მერის მოადგილეს საკრებულოს რეგლამენტს? დაჯექი მანდ! _ ხმას კიდევ უფრო აუწია ქათამაძემ.

ხმაური საკრებულოზე არაერთხელ გადაიზარდა პიროვნულ შეურაცხყოფაში.

_ დღეს პირველი შეხვედრაა და არ მინდოდა ასე დამეწყო, მაგრამ არ გრცხვენიათ ახლა, მაქ რომ ზიხართ და მერს რომ გიწოდებენ? რომ დააშინეთ, ამდენი ფული რომ იხადეთ ხალხის მოსასყიდად, გზაჯვარედინზე, ოთხივე მხარეს რომ ისხდნენ თქვენი კოორდინატორები, 11 წლის ბავშვები რომ გამოიყენეთ ბინძურად წინასაარჩევნოდ, ამ ყველაფრის არ გრცხვენიათ?! _ ასე მიმართა “ნაციონალმა” დეპუტატმა, გოჩა შარაშენიძემ მერს, ავთანდილ თალაკვაძეს.

“ოცნების” დეპუტატებმა უზრდელი და ცრუ უწოდეს შარაშენიძეს.

_ შენი შვილის საკითხით რომ აპელირებ, შენს შვილს ჰკითხე, რატომ გააქციე სახლიდან. მართლა ყველანაირ ზღვარს გასული კაცი ხარ, _ წინა რიგებიდან დაუძახა მას “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ მარიკა ჩხიკვიშვილმა.

_ ვინ ახსენა შვილი? 700 ათასი კაცი გააქციეთ. უზრდელი დედაშენს და მამაშენს უძახე, სახლში რომ მიხვალ. მამის ტოლ კაცს მეძახი. მართლა უზრდელო ქალო! პირადულზე თუ წავიდა, ისეთები მაქვს სათქმელი და წამოსაძახებელი… _ იყვირა შარაშენიძემ

_ ჩემი შვილი გამიქციეთო, ეს თქვა. ამიტომ გავეცი პასუხი, თორემ არ ვაპირებდი, _ თქვა ჩხიკვიშვილმა.

ხმაურის და ურთიერთშეურაცხყოფის მიუხედავად, ბიუჯეტის განხილვა მაინც გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. კომისიების და ფრაქციების წარმოდგენილი დასკვნების შემდეგ, კენჭი უყარეს ბიუჯეტის პროექტს.

საბოლოოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 27 მილიონ 814 ათასი ლარით განისაზღვრა და 28 ხმით დაამტკიცეს.

ბიუჯეტის დამტკიცების წინააღმდეგ წავიდნენ და მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და გახარიას პარტიის ფრაქციის “ოზურგეთი საქართველოსთვის” წევრებმა.

[sexy_author_bio]

ბესო ქათამაძედავით დარჩიალავრენტი ბიგვავა
გაზიარება76Tweet47Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელს ქვეყანას ვერ დავანგრევინებთ, ისიც ეყოფათ, რასაც უშვებიან ევროკავშირს

14:15; 29 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ბაჩო ახალაია პროკურორს: ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ

14:24; 27 დეკემბერი, 2025

პრეზიდენტისადმი მოწოდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებაზე ვეტოს დადების თაობაზე

"მაგთის" თანამშრომლების პროტესტი გრძელდება- აქციაზე გურიიდანაც წავიდნენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:45; 30.12.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

11:39; 30.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 იანვრამდე

11:01; 30.12.2025
საზოგადოება

თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – უახლესი ინფორმაცია გზებზე დაწესებული აკრძალვების შესახებ

10:50; 30.12.2025
ზაფრანი

როგორ უნდა გაათავისუფლოთ სახლი ნეგატივისგან, ახალი წლის დადგომამდე   

10:36; 30.12.2025
ზაფრანი

იყავით ახალი წლის დედოფალი

10:35; 30.12.2025
ზაფრანი

რომელ ქვეყანაში შევხვდეთ ახალ წელს

10:33; 30.12.2025
ზაფრანი

საჩუქრები… საჩუქრები…   

10:31; 30.12.2025
ზაფრანი

საახალწლო რჩევა დარიგებები

10:27; 30.12.2025
საზოგადოება

ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა _ ამიდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:25; 30.12.2025
საზოგადოება

უამინდობა დასავლეთ საქართველოში _ საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მიმართავს

10:19; 30.12.2025
საზოგადოება

2028 წლისთვის მალთაყვის უბნის ნახევარზე მეტი შესაძლოა ზღვამ წაიღოს – რა წერია ფოთის გენერალურ გეგმაში?

23:27; 29.12.2025
საზოგადოება

“გაგიკვირდებათ და მოვიდა ზამთარი. რა ხდება გურიაში?! მეორე დღეა მუნიციპალური ავტობუსი არ ამოსულა”

22:57; 29.12.2025
default
საზოგადოება

მშენებლობა დასრულდა – როდის გაიხსნება სრულად რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი

22:46; 29.12.2025
საზოგადოება

ზვავსაშიშროება- სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

22:23; 29.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო