ფოთში, ახალ რაიონში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ქალმა ბინაში იმშობიარა და, სავარაუდოდ, თავიდან მოშორების მიზნით,ჩვილი საკანალიზაციო მილში ჩააგდო.
,,კანალიზაციის მილმა წყალი არ გაატარა. მოიყვანეს სპეციალისტი და გაწმენდის დროს ახალშობილი იპოვეს. ვინ ჩაიდინა და ან ვინ შეიძლება იყოს მშობელი არ ვიცით. ამბობენ სამი დღის წინ მოხდაო და სხვა არფერი ვიცი,”– განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთეთბში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
[sexy_author_bio]