ასტროლოგები თვლიან, რომ ყველაზე ხშირად ხასიათისა და დანაპირების ცვალებადობისკენ ტყუპის, მშვილდოსნის, მერწყულისა და თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან. ტყუპი უბრალოდ ივიწყებენ მიცემულ დაპირებას, მუდმივად აგვიანებენ შეხვედრაზე, მშვილდოსნებს კარგ ხასიათზე მყოფებს უყვართ სხვებისთვის მთელი სამყაროს შეპირება, რასაც შესაბამისად, შემდგომში ვეღარ ასრულებენ, თუმცა ამას არასოდეს აღიარებენ. მერწყული საჭიროდ არ თვლის შეგატყობინოთ, რომ მისი გეგმები შეიცვალა და ძალიან გაუკვირდება, თუკი უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულებთ. ის ხომ ინტუიციით ხვდება ყველაფერს – ჰოდა, თქვენც უნდა ხვდებოდეთ. რაც შეეხება თევზებს, მას ტყუილის თქმა ურჩევნია ხოლმე დანაპირების შესრულებას, ისევ და ისევ ხათრიანი ბუნების გამო – არ უნდა გაწყენინოთ.
შედარებით მეტი პასუხისმგებლობა გააჩნიათ კირჩხიბებს, მორიელებს, სასწორებს – თუმცა მათ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს განწყობასთან. თუკი ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი გაანაწყენეთ ან ეუხეშეთ, სავსებით შესაძებელია, რომ თქვენთვის მოცემული პირობის შესრულება გამიზნულადაც კი გადაიფიქროს და არა იმიტომ რომ რამე დაავიწყდა.
ამაყები არიან და შესაბამისად იშვიათად ტეხენ მიცემულ სიტყვას ვერძები და ლომები. მით უმეტეს, თუ დანაპირები სახალხოდ გააჟღერეს და ამის მოწმე სხვებიც არიან. ამიტომ ყოველთვის ეცადეთ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებთან შეთანხმება ხალხმრავალ ადგილებში შედგეს.
[sexy_author_bio]