კახა კალაძე მიიჩნევს, რომ შიმშილის დაწყება სააკაშვილის პირადი საქმეა და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის. დედაქალაქის მერი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედოს და რა გააკეთოს.
„ეს მისი გადასაწყვეტია, თვითონ როგორც უნდა, ისე გადაწყვეტს. ვერავინ შეუშლის ამაში ხელს და ვერავინ შეაჩერებს. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედოს და რა გააკეთოს. რა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალოს? ეს მისი გადასაწყვეტია, უნდა იშიმშილოს ან რამდენიც უნდა იმდენი ჭამოს, ვინ უშლის ხელს?” – განაცხადა კახა კალაძემ.
წყარო: იმედინიუსი