ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა twitter-ზე გაავრცელა.
მისი თქმით, ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა
“ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას. პირველად, ევროკავშირი დააფინანსებს შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენასა და მიწოდებას თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ჩვენ სანქციებს კრემლის წინააღმდეგ” – წერს ურსულა ფონ დერ ლეიერი.