აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს “ომის დამნაშავე” უწოდა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბაიდენმა პუტინი მსგავსი ტერმინით მოიხსენია.
BBC წერს, რომ აქამდე ადმინისტრაცია თავს არიდებდა ამ ფრაზის გამოყენებას, მათ შორის უშუალოდ კითხვის დროსაც, დღეს კი ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა თქვა: “მე ვფიქრობ, რომ ის ომის დამნაშავეა”
მოგვიანებით, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განმარტა, რომ ბაიდენი “ლაპარაკობდა გულიდან და საუბრობდა იმის მიხედვით, რაც ჩვენ ტელევიზიით ვნახეთ. რაც არის ბარბაროსული ქმედებები სასტიკი დიქტატორის მიერ უცხო ქვეყანაში მისი შეჭრის გზით”.
ასევე მან აღნიშნა, რომ “სამართლებრივი პროცესი”, ომის დანაშაულის ბრალდებების გამოსაძიებლად, “სახელმწიფო დეპარტამენტში გრძელდება”.
ავტორი: მერაბ ცაავა