ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ონლაინ ფორმატში – ZOOM პლათფორმის საშუალებით ჩატარდა ტტრენინგი ქობულეთის, ჩოხატაურის, წალენჯიხისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების მერის წარმომადგენლებისათვის.
ტრენინგზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობების როლი გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის პრევენციის და რეაგირების საქმეში. ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო მონაწილეობის ფორმებზე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე, რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან თანამშრომლობაზე.
„დიდი მადლობა ქალთა ფონდ „სოხუმს“ ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. იმედი გვაქვს, მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ თქვენთან იმ მდგომარეობის გამოსასწორებლად, რაც ახლა გაგავაჩნია გენდერულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში“ – ედიტა გოგიტიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი.
ამასთან, ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინოვაციურ პლატფორმის – „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრის“ შესახებ, სადაც ძალადობის მსხვერპლებს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია არსებულ სერვისებზე, მექანიზმებსა და სხვა საჭირო ინფორმაციაზე.
ვებგვერდს გაეცნობი აქ: https://gbvdigitalresourcecenter.ge/
პროექტის ფარგლებში ტრენინგები ტარდება ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, ზუგდიდის, სამტრედიისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მერის მუნიციპალიტეტების სოფლების მერის წარმომადგენლებთან.
(R)