უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო აიერიში რუსეთმა მიიტანა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
„ევროკავშირი შოკირებულია რუსეთის მიერ კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე მიტანილი იერიშით. ეს იყო უდანაშაულო სამშვიდობო მოსახლეობის სასტიკი დაბომბვა. ომის დანაშაულები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ამ ქმედებების ავტორები პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემულნი. ევროკავშირი მხარს უჭერს ზომებს, რომელთა მიზანიც ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ავიადარტყმის დროს კრამატორსკის სადგურზე დაახლოებით 4000 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ევაკუაციას ელოდებოდნენ. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 52 ადამიანი, 109 კი დაშავდა.