თბილისში, ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა, – ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, კაცი დაკავებულია.
უწყებამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.