უკრაინის არმიის თავდასხმის შედეგად განადგურდა ჩეჩნეთის სამეთაურო პუნქტი, რომელიც შეიქმნა ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბიჟნეში, ჩეჩენი მებრძოლების მიერ. – ამის შესახებ Ukrinform-ს ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ განუცხადა
„რაც შეეხება ჩვენს სპეცრაზმსა და მსროლელებს, გვაქვს მათი კოორდინირებული მუშაობის სამი მაგალითი. მათ სტახანივში გაანადგურეს ვაგნერის PMC ბაზა. იქ მხოლოდ ერთი გადარჩა. ჩეჩნური სამეთაურო პუნქტი განადგურდა რუბიჟნეში, სადაც მტრის დაღუპულთა რიცხვი ჯერ არ დაფიქსირებულა. ასევე, ლიკვიდირებულია რუსი ჯარისკაცების ჯგუფი, რომელიც შეხვედრას ატარებდა ქიმიკოსთა სახლში“, – განაცხადა ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელმა.
ჰაიდაიმ ასევე განაცხადა, რომ მტრის არტილერიამ გაანადგურა მეორე ხიდი მდინარე სივერსკი დონეცზე, რომელიც აკავშირებდა სივეროდონეცკს ლისიჩანსკთან. მესამე ხიდი კი ძლიერი ხანძრის ქვეშაა.
ლისიჩანსკ-ბახმუტის „სიცოცხლის გზის“ კონტროლზე დამპყრობლების მცდელობები გრძელდება, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
ავტორი