გუშინ, 3 ივლისს იტალიაში ალპური მყინვარის დიდი ნაწილი ჩამოიშალა, რის შედეგადაც ლაშქრობაზე მყოფი მინიმუმ ექვსი ადამიანი დაიღუპა, 8 – დაშავდა. ათამდე ადამიანის პოვნა ისევ ვერ ხერხდება. ამის შესახებ cbsnews იტყობინება.
ეროვნული ალპური სამაშველო კორპუსის სპიკერის ვალტერ მილანის ცნობით, უწყება ჯერ კიდევ მუშაობს იმის დასადგენად, თუ რამდენი ადამიანი იყო ლაშქრობაზე რეგიონში მაშინ, როცა ზვავი ჩამოწვა.
მსხვერპლისა და დაკარგულების ძებნა დროებით შეჩერებულია – მანამ სანამ მაშველები აფასებენ მყინვარის განმეორებითი ჩამოშლის რისკს. სამაშველო სამსახურის ცნობით, დაშავებულები ტრენტინო-ალტო ადიჯესა და ვენეტოს რეგიონებში სამაშველო ვერტმფრენით გადაიყვანეს.
„ჩვენ ვნახეთ დაღუპული ადამიანები და ყინულის, კლდის უზარმაზარი ნატეხები“, – განუცხადა იტალიის სახელმწიფო ტელევიზიას მაშველმა ლუიჯი ფელიჩეტიმ.
როგორც ტელეკომპანია წერს, მყინვარი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, მარმოლადას ქედშია. ხალხი, ზამთარში, იქ თხილამურებით სრიალებს, მაგრამ მყინვარი ბოლო წლებში სწრაფად დნება.
იტალიის სახელმწიფო CNR კვლევითი ცენტრის ექსპერტები, რომლებსაც აქვთ პოლარული მეცნიერებების ინსტიტუტი, ამბობენ, რომ მყინვარი აღარ იარსებებს მომდევნო 25-30 წლის განმავლობაში და მისი მოცულობის უმეტესი ნაწილი უკვე გაქრა. ხმელთაშუა ზღვის აუზი, რომელსაც იზიარებს სამხრეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა, გაეროს ექსპერტებმა დაასახელეს, როგორც “კლიმატის ცვლილების ცხელ წერტილად”, რომელიც შეიძლება განიცდიდეს სიცხის ტალღებს და წყლის დეფიციტს, სხვა შედეგებთან ერთად.
ავტორი