საქმე არის მარტივად – ის, ვისაც უნდა ევროკავშირი, ვისაც უნდა ამ გზაზე სიარული, ჩაერთვება ევროკავშირის მიერ მოცემული რეკომენდაციების განხორციელებაში. ის, ვინც არ ერთვება ამ რეკომენდაციების განხორციელებაში, მას არ უნდა ევროკავშირი.
მგონი, ამაზე მარტივად ქართულ პოლიტიკაში ჯერ საკითხი არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განუცხადა.
„ახლა არის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც შეიქმნა პარლამენტში თებერვალში. არის შეხვედრა, რომ დავასრულოთ ის პირველი ეტაპი, გავცვალოთ წერილობითი შეფასებები და ანალიზი ყველა პოლიტიკური ჯგუფის. შემდეგი ეტაპი უკვე იქნება ამ სამუშაო ჯგუფის, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ჩართულობით. ზუსტად ეს ითქვა მაშინაც ჩვენს გეგმაში, რომ სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებობს, უახლოეს მომავალში შეიკრიბებოდა და განაახლებდა მუშაობას, სწორედ ეს ხდება დღეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.