“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოსო გოგაშვილის დაკავებას ეხმაურება და ამობობს, რომ გოგაშვილი პოლიტპატიმარია, რადგან ის მას შემდეგ დააკავეს, რაც ხელისუფლების მხილება გადაწყვიტა.
“გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი.სანამ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი იყო, ჰქონდა ხელშეუხებელობის გარანტია, როცა სისტემის მამხილებელი გახდა, იქცა დამნაშავედ. ესაა ქვეყანაში შერჩევითი სამართლის მოქმედების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. მოსამართლეც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც მმართველი პარტია დაავალებს.
ეს უკვე პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. სწორედ ამის დანგრევისკენ მოგვიწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იმ 12 რეკომენდაციით. ნათელია, თუ რატომ არ აპირებენ ამ ვალდებულებების შესრულებას. ეს რომ მოხდეს, ძალაუფლება ეცლებათ ხელიდან, რომელიც ძალადობაზე არის დაფუძნებელი. სწორედ ასეთი ძალადობის მსხვერპლი ვიხილეთ ახლა გოგაშვილის სახით.” – წერს გოცირიძე.