შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის, ქეთი კოვზიაშვილის ცნობით, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ გადაღებულ ვიდეოზე გამოძიება დაიწყო.
კოვზიაშვილის ცნობით, მასალაში ფიგურანტი ორივე პირი საქართველოს მოქალაქეა.
“პოლიციამ თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ორივე პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა”,– ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით.