ენდი გარსია თავსაბურავების თავდაუზოგავი კოლექციონერია. ზაფხულობით ე.წ. “შლაპებს” ანიჭებს უპირატესობას, ზამთრობით კი ცივა და ბუნებრივია რომ ბერეტებს ირჩევს.
ქუდების შეგროვების პარალელურად მას კიდევ ერთი უცნაური გატაცებაც გააჩნია. არ გაგიკვირდეთ და თურმე ტამტამების მხურვალე თაყვანისმცემელია. ამ აფრიკულ მუსიკალურ ინსტრუმენტს ყრმობის ასაკიდან აგროვებს და დღეისათვის ოცდახუთ ცალს მოუყარა თავი.
საინტერესოა ენდი გარსიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ფაქტიც.
ეს პიროვნება კუბაზე დაიბადა სიამის ტყუპთან ერთად და მომავალ მსახიობს ის ქირურგიული ოპერაციის საშუალებით დაბადებისთანავე მოჰკვეთეს, მაგრამ ნაიარევი დღემდე ეტყობა.
ყოველივე ამასთან ერთად ენდი ჰოლივუდურ ამქარში განსაკუთრებული ზნეობრივი პრინციპებითაც გამოირჩევა. ამის დამადასტურებლად ის ფაქტიც კმარა, რომ შიშვლად გადაღებაზე მუდმივად უარს ამბობს და მის არსენალში არც ერთი ნუდისტური როლი არ მოიძებნება.
ავტორი