მეხანძრე-მაშველებმა ზემო ხეთში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია გუშინ ღამითვე შეძლეს.
ინფორმაციისთვის, ცეცხლი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თხილაგანის მიმართულებით ტყეში გაჩნდა. სამაშველო ტექნიკამ ადგილზე მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც 50-ზე მეტი მაშველი, როგორც ჩოხატაურის, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებიდან, რამდენიმე საათის განმავლობაში, ცოცხალი ძალებით ებრძოდნენ ხანძარს.
ავტორი