სანქციები შეეხება ბიძინა ივანიშვილის ძმას ალექსანდრე ივანიშვილსა და მის მეუღლეს ქეთევან ხარაიძეს, ასევე მილიარდერის დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილსა და მის შვილს ტიტე მამაცაშვილს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ბიზნესსაქმიანობის შესახებ.
2017 წლიდან უჩა მამაცაშვილმა ქართულ საინვესტიციო ბაზარზე დააფუძნა სააქციო საზოგადოება Middle Seas Capital-ი. კომპანია მაღალტექნოლოგიური და ნოვატორული პროექტების განხორციელებას ანიჭებს უპირატესობას და ინვესტიციების ჩადებით ხელს უწყობს ბიზნესის სხვადასხვა სექტორის განვითარებას.
როგორც ფონდის ვებ-გვერდიდან ირკვევა, მათ მიერ შესრულებული პროექტებია:
შპს Geo Organics-ი – მისი საქმიანობა ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაა; რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 90%-იანი წილი ოფშორში რეგისტრირებული „გეოორგანიკს ლიმითედ“-ის, 10%-ი კი სს „მიდლ სის კაპიტალ“-ის საკუთრებაშია.
შპს Georgian Retail Investments-ი – საქართველოში იტალიური ყავის ბრენდი „illy Caffé“-ს ოფიციალური წარმომადგენელია; საწარმოს 80% სს „მიდლ სის კაპიტალ“-ის, 10% კახაბერ რუსიძის, 5-5%-იანი წილი კი გურამ ცანავასა და დავით საკანდელიძეს ეკუთვნით;
შპს „გ-აგრო“– საწარმოს 100% წილის მფლობელი მაცაშვილია.კომპანიას სამეგრელოს რეგიონში რამდენიმე ჰექტარზე აქვს გაშენებული სხვადასხვა ჯიშის მოცვის ნერგები;
შპს “მელიქიშვილი ინნ” – ახორციელებს ახალი სასტუმროს პროექტს. კონცეპტუალური სასტუმრო, თბილისის ცენტრში, ქალაქის ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ ნაწილში, მელიქიშვილის 5 ნომერში მდებარეობს. პროექტით გათვალისწინებულია 10 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც აერთიანებს 116 ნომერს სხვადასხვა ტიპის დამსვენებლებისთვის. სასტუმროს 50-505-იანი წილები უჩა მამაცაშვილსა და ვახტანგ კარიჭაშვილს ეკუთვნის.