აზერბაიჯანის არმიის პოზიციები სომხეთის შეიარაღებული ძალების სამინზე კიდევ ერთხელ გახდა,_ ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. ინფორმაციას news.az ავრცელებს.
ნოემბრის საღამოს სომხეთის შეიარაღებული ძალების შენაერთებმა ბასარკეჩარის რაიონის იუხარი შორჟას დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც განლაგებულია ქალბაჯარის რაიონის ელიჯას დასახლების მიმართულებით,_ ამის შესახებ News.Az-ს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, 28 ნოემბრის 16:00 საათიდან 29 ნოემბრის 09:00 საათამდე, არალეგალური სომხური შეიარაღებული რაზმის წევრები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით პერიოდულად უხსნიდნენ ცეცხლს აზერბაიჯანის არმიას.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით დისლოცირებულმა აზერბაიჯანის არმიამ ადექვატური საპასუხო ზომები მიიღო.